LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარაში მომსახურების ხარისხი გაუმჯობესდა

73

აჭარაში მომსახურების ხარისხი წინა წელთან შედარებით გაუმჯობესდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის კვლევამ, რომელიც რეგიონში „იდუმალი სტუმრი“-ს მეთოდით განხორციელდა სერვისში დადებითი ტენდენციები გამოავლინა.

წინა წლის კვლევის შედეგებთან შედარებით, 10%-ით გაიზარდა რეგიონში საუკეთესო და  11%-ით  კარგი სერვისის მქონე სასტუმროების რაოდენობა. რაც შეეხება დაბალი სერვისის მქონე სასტუმროების რიცხვს, ის წინა წელთან შედარებით 14%-ითაა შემცირებული. ზოგადად, მომსახურების ხარისხი სასტუმროებში 7%-ით, მარკეტინგი 13%-ით, ხოლო კონფლიქტური სიტუაციების მართვა  14%-ითაა გაუმჯობესებული.

დადებითი ტენდენციები ფიქსირდება კვების ობიექტებშიც. 5%-ითაა გაზრდილი აჭარაში საუკეთესო და 17%-ით კარგი სერვისის მქონე კვების ობიექტების რაოდენობა. რაც შეეხება დაბალი სერვისის მქონე კვების ობიექტებს მათი რიცხვი წინა წელთან შედარებით 2%-ითაა შემცირებული.

კონფლიქტური სიტუაციების მართვის მენეჯმენტი ზოგადად, რესტორნებსა და კაფეებში 13-ითაა გაუმჯობესებული. რასაც ვერ ვიტყვით პერსონალის მომსახურების კულტურაზე, რომელიც წინა წელთან შედარებით 1 % -თაა შემცირებული.

„წელს, პროექტის ფარგლებში 150 ტურისტულ ობიექტში განვახორციელეთ  სერვისის კვლევა. სასიხარულოა, რომ კვლევაში დადებითი ტენდენციები გამოიკვეთა და რეგიონში გაიზარდა მაღალი სერვისი მქონე სასტუმროებისა და რესტორნების რაოდენობა. ჩვენ იდუმალი სტუმრის შედეგებსა და რეკომენდაციებს მასში მონაწილე ობიექტებს ინდივიდუალურად მივაწვდით. ყველა ბიზნეს ოპერატორისთვის მნიშვნელოვანია, იცოდეს სად აქვს ხარვეზები ან რა უპირატესობებს ფლობს. სერვისის კვლევის შედეგები მათ დაეხმარება უკეთესად დაგეგმონ საკუთარი ბიზნესის განვითარება და გაითვალისწინონ მომხმარებლის შეფასებები,“ –განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა.

მიმდინარე წელს, „იდუმალი სტუმრი“-ს მეთოდით სერვისის ხარისხი აჭარაში 150 რესტორანსა და სასტუმროში დადგინდა. კვლევის შედეგად 90 სასტუმროს პერსონალი შემოწმდა თუ როგორ ღებულობენ სტუმრებს სასტუმროს მიმღებში, როგორ უმკლავდებიან კონფლიქტურ სიტუაციებს, რამდენად ხარისხიანად ემსახურებიან, როგორი აქვთ მარკეტინგი, ასევე როგორია სასტუმროს ვიზუალური მხარე, რამდენად სუფრთა და აღჭურვილია ნომერი. აჭარაში არსებულ 60 კვების ობიექტში კი მომსახურების ხარისხი შემდეგი კრიტერიუმებით განისაზღვრა: რესტორნის ატმოსფერო და ჰიგიენა, პერსონალის მომსახურების კულტურა, კერძების ხარისხი, კონფლიქტური სიტუაციების მართვა, დაჯავშნის სისტემა და მარკეტინგი.

„იდუმალი სტუმრის“ მეთოდოლოგია მომსახურების სფეროში ხარისხის შეფასების ყველაზე ზუსტ ბარომეტრად ითვლება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აღნიშნულ მეთოდს რეგიონში მომსახურების ხარისხის დონის დასადგენად და გასაუმჯობესებლად 2014 წლიდან იყენებს. 2014 წელს პროექტის ფარგლებში ტურისტული სააგენტოები, 2015 წელს კი სააგენტოებთან ერთად განთავსებისა და კვების ობიექტები შემოწმდა.

 

mazda magti 5g