LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარაში ნარჩენების მართვის პირველი თანამედროვე სტანდარტების ობიექტი აშენდა

64
ცცც

ბათუმსა და ქობულეთში არსებული არასტანდარტული ნაგავსაყრელების დახურვა იწყება. ნაგავსაყრელები ევროსტანდარტების შესაბამისად დაიხურება.

აჭარაში ნარჩენების მართვის პირველი თანამედროვე სტანდარტების ობიექტის მშენებლობა უკვე დასრულდა. პროექტი სრულფასოვნად გადაჭრის ათწლეულების განმავლობაში ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე არსებულ უკანონო და გარემოსთან შეუსაბამო ნაგავსაყრელების პრობლემას.

ახალი ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე მოეწყო გაზის ექსტრაქციის სისტემა, რომლის ფარგლებშიც, განთავსდა თბოელექტროსადგური, საიდანაც 2,0 მგვტ-მდე ელექტროენერგიის მიღება იქნება შესაძლებელი.

ცნობისთვის, მყარი ნარჩენების მართვის ობიექტი დაფინანსებულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ და მისი ღირებულება 7 მლნ ევროს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g