LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარაში ტესტირება სავალდებულო ხდება: ბათუმის ბულვარში მოსახლეობას ნებაყოფლობით ტესტირებას შეთავაზებენ

221
FORTUNA.GE (7)

საკურორტო ზონებში კაფე-ბარების, კლუბებისა და სასტუმროების მომსახურე პერსონალი კორონავირუსზე ინტენსიურ ტესტირებას დაექვემდებარება, – ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება საბჭომ საკურორტო ზონებში ტურისტების რაოდენობის მომატების გამო მიიღო.

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბათუმის ბულვარში ორი კარავი დაიდგმება, სადაც მოქალაქეები კორონავირუსზე ტესტირებას შეძლებენ.

მისი თქმით, აღნიშნული ტესტირებით გაირკვევა რამდენად ტრიალებს რეგიონში ვირუსი.

„დიდი ალბათობით, ხვალიდან მოხდება აღწერა რამდენი ღამის კლუბი, ბუნგალოა აჭარაში, ძირითადად ქობულეთსა და ბათუმში და ყველას სავალდებულო ტესტირება დაიწყება. ასევე, ვმუშაობთ საკითხზე, რომ ბათუმის ბულვარში დაიდგას ორი კარავი და ნებაყოფლობით შევთავაზოთ ადამიანებს ტესტირება, რადგან გვქონდეს ინფორმაცია აჭარის რეგიონში ინფექცია ტრიალებს თუ არა, ანუ ამ რეგიონში რანდომული ტესტირება მოხდება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

გამყრელიძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას წესების დაცვისკენ:

“ზოგადად მეტი ყურადღება გვჭირდება. აქტიურია ტურიზმის სეზონი აჭარაში, ასევე აქტიურია სხვა ჩვენთვის მიმზიდველ ტურისტულ რეგიონებში და რა თქმა უნდა, პრევენციული ღონისძიებები ყველგან უნდა გავატაროთ. ის მოწოდებები, რასაც ვსაუბრობთ, ნიღბის გამოყენება, დისტანციის დაცვა, ხელების დაბანა და დამუშავება, დიდი თავშეყრის ადგილების თავიდან აცილება – ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძალაში რჩება, რადგან ახლა აქტიური სეზონია, ადამიანების მობილობა გაზრდილია, ფრენები მომატებულია, ტურისტები შემოდიან ქვეყანაში და მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ ინფექციის გავრცელების პრევენცია“.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g