LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობის შემადგენლობა დაამტკიცა

76
FORTUNA.GE- (1)

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობის შემადგენლობას კენჭი უყარა და მთავრობა ოფიციალურად დაამტკიცა.

ახალ შემადგენლობას მხარი დაუჭირა საბჭოს 14-მა დეპუტატმა, ოპოზიციური პარტიის ერთი წარმომადგენელი კი წინააღმდეგი აღმოჩნდა.

რეგიონის მთავრობის დასამტკიცებლად საჭირო იყო უმაღლესი საბჭოს დეპუტატების 11 ხმა. “ქართული ოცნება” 14 მანდატით იყო წარდგენილი.

აჭარის უმაღლეს საბჭოში სიტყვით გამოსვლის დროს მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შეაფასა და მომდევნო 4 წლის გეგმაზე ისაუბრა. მისი თქმით, უმაღლესი საბჭო შეუფერხებლად იმუშავებს:

“არჩევნებმა მოგვცა საშუალება, რომ ქვეყანაში გაგრძელდეს ქვეყნის სტაბილური, მშვიდი განვითარება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მთავრობა და ხელისუფლება ღირსეულად გაუმკლავდეს იმ გამოწვევებს, რომელიც არსებობს როგორც ქვეყნის, ასევე აჭარის რეგიონის წინაშე. დარწმუნებული ვარ, რომ დემოკრატიული პროცესისთვის და ქვეყნის განვითარებისთვის, ხალხის მიერ ნდობაგამოცხადებული ყველა დეპუტატის მონაწილეობა მნიშვნელოვანია.

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ შეძლო ძალიან მაღალი ნდობის და შესაბამისად, საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება და შემდეგი 4 წლის განმავლობაში, უმაღლესი საბჭოს გამართულ ფუნქციონირებას არანაირი შეფერხება არ ექნება.” – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g