LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარის მაუწყებლის ახალი რედაქტორის უცენზურო პასუხი ჟურნალისტის კითხვაზე (ვიდეო)

1615
pjimage

“ვ**ნაურობდი” – ასე უპასუხა აჭარის მაუწყებლის ახალმა რედაქტორმა, ნინო ხაჟომიამ ჟურნალისტის შეკითხვას, რას საქმიანობდა მას შემდეგ, რაც “რუსთავი 2”-ზე გადაცემა “60 წუთი” დაიხურა.

"არავინ არის უფრო ძლიერი ვიდრე მართალი კაცი" - გოგიჩაიშვილი მისი მეუღლის დანიშვნის თაობაზე

"დარწმუნებული ვარ რომ 1 თვეში, მიმდინარე ტალახის სროლა, თუ ნეგატიური ანალიზის მცდელობებიც ისე გაჰყვება წყალს, როგორი წყლის ნაყვაც ამჟამად არის. "

აჭარის მაუწყებლის ახალი ამბების რედაქტორად ნინო ხაჟომიას დანიშვნა 24 თებერვალს გახდა ცნობილი. ხაჟომიამ საინფორმაციო გამოშვების რედაქტორის თანამდეობაზე მაია მერკვილაძე ჩაანაცვლა. ამ გადაწყვეტილებaს არხის დირექტორი გიორგი კოხრეიძე მაუწყებლის გაძლიერების მოტივით ხსნის. თავად მაია მერკვილძე კი აცხადებს, რომ არხიდან მისი ჩამოშორება წინასწარ დაგეგმილი პროცესის ნაწილია.

 

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც მაუწყებლის დირექტორი გიორგი კოხრეიძე გახდა, ტელევიზიის თანამშრომლები სარედაქციო დამოუკიდებლობის საფრთხეზე ალაპარაკდნენ. მათი თქმით, კოხრეიძე არასასურველ ადამიანებს დევნის და სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ცდილობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები