LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარის მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

75
nnnn

აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც ოპოზიციის წევრები საპროტესტო აქციას მართავდნენ, ერთმანეთს აქტივისტები და სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად აჭარის მთავრობის შენობის კედლები წითელი საღებავებით შეღებეს, შეძახილებით: „მკვლელებო წადით!“.

ფიზიკური დაპირისპირების დროს სამართალდამცვლებემა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს, რასაც აქტივისტების მხრიდან გაღიზიანება მოჰყვა, ისინი პოლიციის თანამშრომლებს დაკავებულების გადაყვანის საშუალებას არ აძლევდნენ.

დღეს, აჭარის მთავრობის სახლთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, 5 ივლისს მომხდარის გამო პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მთავრობამ, “ისინი მოძალადეებს მფარველობენ და თანამდებობებიდან უნდა გადადგნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მათ დავასრულებთ“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რეზო ხარაზმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ამ დროისთვის აჭარის მთავრობის სახელთან სიმშვიდეა, აქტივისტები ადგილზე რჩებიან.

ფოტო: IPN

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g