უცხოელი ჟურნალისტებისა და ინფლუენსერების აჭარაში მოგზაურობა გრძელდება. რეგიონს, ამჯერად, მედიის წარმომადგენლები სომხეთიდან, ლიეტუვიდან, ესტონეთიდან, უზბეკეთიდან და არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან სტუმრობდნენ.
ინფლუენსერებმა ძველ ბათუმი, ბულვარი და ქალაქის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ასევე, გონიოსა და პეტრას ციხეები, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ქედის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები და მტირალას ეროვნული პარკი მოინახულეს.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციის მიზნით აქტიურად აგრძელებს მედიატურების ორგანიზებას როგორც ევროპული, ისე აზიური ქვეყნებიდან. პარალელურად, გრძელდება აჭარის შესახებ სტატიების, სიუჟეტებისა და სამოგზაურო კონტენტის გამოქვეყნება სამიზნე ქვეყნების მედია საშუალებებსა და სოციალურ ქსელებში. მედიატურების მხრივ განსაკუთრებით აქტიური მაისი იყო, რომლის განმავლობაშიც რეგიონს 10-ზე მეტი ქვეყნის ჟურნალისტი და ბლოგერი სტუმრობდა.