LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საქმიანობას ზაზა გაბუნია გაეცნო

104

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საქმიანობას საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმართველობის  კომიტეტის თავმჯდომარე, ზაზა გაბუნია გაეცნო. ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ყველა ის პროექტი განიხილეს, რომელსაც დეპარტამენტი რეგიონში ტურიზმის განვითარებისა და ტურისტების მოზიდვის მიზნით ანხორციელებს. მათ შორის 16 სამიზნე ქვეყანაში განხორციელებული სარეკლამო ღონისძიებები, სერვისის გაუმჯობესების მიზნით გიდებისა და ტურიზმის სექტორში დასაქმებული კადრებისთვის ჩატარებული ტრენინგები, მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების განვითარება და, ზოგადად, მთიანი აჭარის ტურისტული პოტენციალი. შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს აჭარაში ტურიზმის მნიშვნელობასა და ტურიზმის დეპარტამენტის სამომავლო სტატუსზე.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთი წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარის ვიზიტი. კომიტეტის, რომელსაც უშუალოდ ეხება რეგიონული პოლიტიკა. აჭარაში ტურიზმი არის წამყვანი დარგი პირდაპირი მნიშვნელობით და რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია უნდა ჰქოდეს ქვეყნის პარლამენტსა და დეპუტატებს თუ რა ხდება რეგიონში ამ მიმართულებით. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ რაც შეიძლება ბევრი ტურისტი მოიზიდოს რეგიონში, განავითაროს სერვისები და პროდუქტები, რათა რაც შეიძლება მეტი შემოსავალი მიიღოს, როგორც ადგილობრივმა ასევე, ცენტრალურმა ბიუჯეტმა,“ -განცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, სულხან ღლონტმა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თანამშრომლებთან შეხვედრისას კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიამ ტურიზმის დეპარტამენტის აქტიურობასა და მის მიერ განხორციელებული პროექტების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ხედვა, რომელიც ტურიზმის დეპარტამენტსა და მის თავმჯდომარეს აქვს ძალიან დამაიმედებელია. იმიტომ რომ პოტენციალი არის დიდი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დეპარტამენტს ესმის თუ  რა თანმიმდევრული ნაბიჯებია საჭირო იმისთვის, რომ ეს პოტენციალი იქნეს ათვისებული და  გამოყენებული. ტურიზმი არა მარტო აჭარისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის არის სტრატეგიული მიმართულება და  ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო იქნება ეს თუ  ცენტრალური მთავრობა, მითუმეტეს კი რეგიონის ხელმძღვანელობა უნდა ვმუშაობდეთ აქტიურად დეპარტამენტთან ერთად იმისთვის, რომ იყოს სრული შესაძლებლობა, იქნება ეს ფინანსური უფლებამოსილების თვალსაზრისით თუ სხვა, ეს პოტენციალი იქნეს მაქსიმალურად ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებისთვის გამოყენებული,“ – განაცხადა საქართველოს პარლამენტის რეგიონი პოლიტიკისა და თვითმართველოს კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g