LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა გიდებისთვის პრაქტიკული სახელმძღვანელო  გამოუშვა

37

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა გიდებისთვის პრაქტიკული სახელმძღვანელო  გამოუშვა. „გიდის პროფესია“  ასე ქვია წიგნს, რომლის პრეზენტაციაც დღეს სასტუმრო „ვინთემში“ გაიმართა. შეხვედრა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, სულხან ღლონტმა, სიტყვით გახსნა.

ღლონტმა სახელმძღვანელოს შექმნის მიზანზე, მნიშვნელობასა და გიდებისთვის პროფესიული განვითარების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ეს სახელმძღვანელო იქნება სამაგიდო წიგნი მოქმედი და დამწყები გიდებისთვის. გიდი არის ქვეყნის სახე და სწორედ მასზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის წარმოჩენა სტუმრებთან, ამიტომ მნიშვნელოვანია ის საჭიროა ფლობდეს ზუსტ ინფორმაციას ჩვენი ქვეყნის ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობისა და ტურისტული მარშრუტების შესახებ. ჩვენ აქტიურად ვზრუნავთ რეგიონში მოქმედი გიდების კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით და მხოლოდ გასულ წელს 100-მდე გიდი გადავამზადეთ მთიანი აჭარისა და ბათუმის ტურისტული მარშრუტების მიმართულებით,“ – განაცხადა სულხან ღლონტმა.

წიგნის პრეზენტაციას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი,  რეგიონში მოქმედი გიდები, ტურისტული სააგენტოების, პროფესიული და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  სტუმრებს თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამარ კაიკაციშვილმა წიგნის შინაარსი გააცნო.

სახელმძღვანელოს  მიზანია დაეხმაროს მოქმედ და დამწყებ გიდებს პროფესიის ათვისებასა და დახელოვნებაში. წიგნი, რომლის პირველი ნაწილიც წელს გამოიცა აღწერილია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორებიცაა: ექსკურსია და მისი არსი, გიდის მიერ ექსკურსიის მომზადება, ტურისტებთან ურთიერთობა და კონფლიქტური სიტუაციების მართვა, ექსკურსიის ჩატარების ხელოვნება, სამედიცინო კომპეტენციები და პირველადი სამედიცინო დახმარება. გარდა ამისა, წიგნში განთავსებულია საქართველოს, აჭარის მოკლე ისტორია და ძირითადი ტურისტული მარშრუტები.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g