LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარული ხაჭაპური მსოფლიოში ისეთივე ცნობილი გახდება, როგორიც პიცაა – შეფუთული პროდუქტი ექსპორტზე გავა

176
ipiccy-image

აჭარული ხაჭაპური მსოფლიოს დასაპყრობად ემზადება – ამბიციური გეგმები ქართულ კომპანიას „ჩიზზზი“ აქვს, რომელიც ბაზარზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა და მომხმარებელს შეფუთულ აჭარულ ხაჭაპურს სთავაზობს.

“ჩიზზზის” აჭარული ხაჭაპური 20 ლარი ღირს და ამ ეტაპზე, მხოლოდ “წერტის” ორ მაღაზიაში იყიდება. შესაძლებელია პროდუქციის ონლაინ შეძენაც.

რაც შეეხება საექსპორტო გეგმებს – მასზე „ჩიზზზის“ თანადამფუძნებელი ნათია ჯგუბურია “ბიზნესპარტნიორთან” საუბრობს და ამბობს, რომ მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს უკრაინასთან, იაპონიასთან და სხვა ქვეყნებთან.

„ჩვენი მთავარი მიზანი სწორედ ექსპორტი და მსოფლიოში აჭარული ხაჭაპურის პოპულარიზაციაა, გვინდა იყოს ისეთივე ცნობადი, როგორიც პიცაა და ამის პოტენციალი ნამდვილად აქვს. შეფუთვა თავიდანვე გავთვალეთ საერთაშორისო ბაზრებისთვის. ექსპორტზე გატანას გვიან გაზაფხულამდე ვაპირებთ. ნიმუშები უნდა გავაგზავნოთ უკრაინაში და დიდი იმედი გვაქვს, რომ მოლაპარაკება შედგება. საბოლოო მიზანი ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარია, თუნდაც მხოლოდ ნიუ-იორკში უდიდესი პოტენციალი აქვს აჭარულ ხაჭაპურს,”– ამბობს ნათია ჯგუბურია “ბიზნესპარტნიორთან”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g