LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზაზე დაზიანებული გზის აღდგენითი სამუშაოები დაწყებულია

442
მეწყერი

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზაზე მიმდინარე წლის აპრილიდან გააქტიურებულია არსებული (ისტორიული) მეწყერი და დაზიანებული მონაკვეთის აღსადგენად შესაბამისი სამუშაოები უკვე დაწყებულია.

აღნიშნულ გზაზე გადაადგილება აკრძალულია 2022 წლის ივნისიდან.

ამჟამად მეწყერი ისევ აქტიურ დინამიკაშია მოსული. პირველ ეტაპზე პრიორიტეტად განისაზღვრა დროებითი გზის მოწყობა, რაც უზრუნველყოფს გადაადგილების მინიმალურ უსაფრთხოებას. პარალელურად, გრძელდება გეოლოგიური კვლევები და მუდმივი მონიტორინგი, რის საფუძველზეც დაიგეგმება გზის საბოლოო გამაგრება და სრულყოფილი რეაბილიტაცია.

ადგილზე იმყოფებიან დეპარტამენტისა და კონტრაქტორი ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც სწავლობენ არსებულ მდგომარეობას, რათა უმოკლეს ვადებში აღდგეს დაზიანებული გზა და დაიგეგმოს შემდგომი ნაბიჯები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g