LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აცრის დამადასტურებელი ცნობის არ წარდგენის შემთხვევაში, ბავშვს მოსწავლის სტატუსი არ შეუჩერდება

სკოლები

იმ შემთხვევაში თუ მშობელი აცრის დამადასტურებელ ცნობას სასწავლო დაწესებულებაში არ წარადგენს, ამის საფუძველზე მოსწავლეს სტატუსი არ შეუჩერდება – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. დავით სერგეენკოს თქმით, ეს ინიციატივა მხოლოდ მშობლების ინფორმირებულობას ისახავს მიზნად.

„წითელას ეპიდაფეთქებასთან დაკავშირებით ხაზგასმით მინდა გავაკეთო განმარტება. ის, რომ რეკომენდაციას ვაძლევთ სასწავლო დაწესებულებებს, რომ მოვითხოვეთ აცრის დამადასტურებელი ცნობა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მისი წარუდგენლობის შემთხვევაში, უნდა შევუჩეროთ ბავშვს სტატუსი,“ – განაცხადა დავით სერგეენკომ.

მინისტრის განცხადებით, აცრაზე მიმართვიანობა გაიზარდა და ამ ეტაპზე 65 000 ადამიანია აცრილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g