საქართველოში ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე, აცრის შემდეგ, ჯამში, ანაფილაქსიური შოკის 4 შემთხვევა გამოვლინდა.
როგორც საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ აღნიშნა, რეალური ანაფილაქსია სწორედ ოთხ შემთხვევაში გამოვლინდა, დანარჩენი შემთხვევები კი ნერვულ ნიადაგს უკავშირდებოდა:
“რეალური ანაფილაქსიური შოკი იყო ოთხ შემთხვევაში, რაც არის რეალური ანაფილაქსია, დანარჩენი იყო უბრალოდ ნერვულ ნიადაგზე.” – განაცხადა პაატა იმნაძემ
შეგახსენებთ, საქართველოში იმუნიზაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო. დღევანდელი მონაცემებით, სრულად აცრილია 165 084 ადამიანი, ერთი დოზით აცრილია 358 382 პირი. დღიურად აცრილთა რიცხვი 16 677-ია.