სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ გუშინ გამართულ მშვიდობიან საპროტესტო აქციას, რომლის დროსაც პოლიციამ სანქცირებული სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების დაცვის მიზნით, 16 ადამიანი დააკავა, ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი Twitter-ზე ეხმაურება.
სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ 20 მაისს გამართულ აქციაზე სამართალდამცველებმა 16 პირი დააკავეს
„ჰეი, ქართულო პოლიცია… თქვენ საქართველოს უნდა ემსახურებოდეთ, არა რუსეთს“,- წერს ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი Twitter-ზე.
სამართალდამცველების ფოტო: „ინტერპრესნიუსი“
Hey Georgian police… you’re supposed to serve Georgia not Russia https://t.co/AneFWvUuGd
— Adam Kinzinger #fella (@AdamKinzinger) May 20, 2023
„ქორწილი აღარ ჩატარდება… ეს არის საზოგადოების ერთგვარი გამარჯვება“ – სალომე ზურაბიშვილი