LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამიანები არ შექმნილან მუდმივი მუშაობისთვის – რატომ უნდა მოყვებოდეს საქმეს ყოველთვის დასვენება

552
web3-pope-john-paul-ii-mountain-holiday-afp-000-par2004071652532

მუშაობა კარგია, მაგრამ ყოველთვის დაბალანსებული უნდა იყოს დასვენებით, მხოლოდ ასე შევძლებთ ვიყოთ პროდუქტიულები.

უახლოესი კვლევები ამტკიცებს, რომ ხალხი კვირაში საშუალოდ 50 საათს მუშაობს. უფრო მეტიც, ბევრ ქვეყანაში კვირა დასვენების დღედ აღარ ითვლება და სამუშაო კვირაში გარკვეული პროექტების დასასრულებლად მოიაზრება. შედეგად კი დასვენება ნელ-ნელა, ბევრი ადამიანის ცხოვრებიდან უჩინარდება.

ჯონ პოლ მეორემ თავის ენციკლიკაში დაწერა, თუ როგორ უნდა გავიაზროთ  ბიბლიის პირველი წიგნი “დაბადება” , რომ გავიგოთ მუშაობის არსი, ისევე როგორც დასვენების აუცილებლობა.

,,მუშაობა მოიზრებს, რომ ადამიანი უნდა ბაძავდეს ღმერთს, თავს შემოქმედს, ვინაიდან მხოლოდ ადამიანია ღვთის ხატად შექმნილი.

ადამიანი უნდა ბაძავდეს ღმერთს, როგორც მუშაობაში, ასევე დასვენებაში , ვინაიდან თვითონ ღმერთმა განახორციელა თავისი საქმე, შექმნა სამყარო და დაისვენა”.

ღმერთმა თავისი შემოქმედებითი საქმიანობით ნათლად გვიჩვენა, რომ ადამიანები არ შექმნილან მუდმივი მუშაობისთვის. გარდა ამისა, ჩვენი სხეულებიც ააშკარავებენ  ამ ფაქტს  იმით, რომ შეუძლებელია მუდმივად არ გეძინოს.

ჯონ პოლ მეორე კიდევ უფრო სიღმისეულად ეხება ამ საკითხს და ამბობს, რომ მომუშავეებს უფლება აქვთ დაისვენონ. რაც პირველ რიგში გულისხმობს, რეგულარულ დასვენებას, სულ მცირე კვირა დღეს მაინც. ასევე გრძელვადიან დასვენებას , კერძოდ არდადეგებს წელიწადში ერთხელ ან რამდენიმეჯერ შედარებით მოკლე ვადით.

გარდა ამისა , ჯონ პოლ მეორის მიხედვით, დასვენება საჭიროა არა მხოლოდ ამ სამყაროში გადასარჩენად, არამედ ჩვენი სულის მოსამზადებლად მარადიული ცხოვრებისთვის. სამოთხე არის მარადიული სასუფეველი, რომელსაც ბოლოს უნდა შევუერთდეთ და რისთვისაც სულების მომზადება გვჭირდება.

უნდა გვახსოვდეს რომ დასვენებასაც ისეთივე მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში, როგორც მუშაობას და მივცეთ როგორც სხეულს, ასევე სულს დასვენების საშუალება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g