LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ადამიანები, რომლებიც ამ ახალგაზრდების უკან დგანან, არიან „ნაციონალური მოძრაობის” წევრები”- მიხეილ ყაველაშვილი

151
მიხეილ ყაველაშვილი

„ხალხის ძალის” დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი ქვეყანაში მიმდინარე აქციებს გამოეხმაურა. უმრავლესობის დეპუტატი ამბობს, რომ „არის გულწრფელი განწყობები ახალგაზრდებში, მაგრამ არსებობს ახალგაზრდების ჯგუფი, რომლებიც არიან დატრენინგებული”. ყაველაშვილის თქმით, ეს „პროექტი” საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, არის მიმართული, რომელიც დღეს არ დაწყებულა. დეპუტატის განცხადებით ადამიანები, რომლებიც აქციის მონაწილე ახალგაზრდების უკან დგანან, „ნაციონალური მოძრაობის” წევრები არიან.

ყაველაშვილის თქმით, ამავე პროექტის ნაწილი იყო “მოქალაქეების” დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის მხრიდან, უმრავლესობის ლიდერზე, მამუკა მდინარაძეზე თავდასხმაც:

„სამწუხაროა ის პროცესები, რომლებიც ვითარდება დედაქალაქში აქციების სახით. ჩემი შვილების თაობაა და ნამდვილად არ მაქვს ყველაზე ერთი წარმოდგენა. ვხედავ და ვგრძნობ, რომ არის გულწრფელი განწყობები ახალგაზრდებში, მაგრამ არსებობს ახალგაზრდების ჯგუფი, რომლებიც არიან დატრენინგებული. ეს არის პროექტი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს დღეს არ დაწყებულა ამ კანონთან მიმართებაში, არამედ წლებია გრძელდება. ადამიანები, რომლებიც ამ ახალგაზრდების უკან დგანან, არიან “ნაციონალური მოძრაობის” წევრები, რომლებიც მათი მმართველობის დროსაც პროექტის შემსრულებლები იყვნენ. ეს პროექტი შედგენილია ჩვენს საზღვრებს გარეთ და ეს ადამიანები ასრულებენ მას. რიგი ახალგაზრდებისა ამას ემსახურება. მივმართავ ახალგაზრდებს, რომ ისინი მოტყუებული არიან, ისინი ემსახურებიან გარე ძალებს დაკვეთებს, რაც მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ. მოვუწოდებ, რომ გააანალიზონ, რადგან მათ აქვთ შესაძლებლობა, იფიქრონ არსებულ მდგომარეობაზე, გააანალიზონ და არა აღქმებით და ვინმეს დაკვეთებით იაზროვნონ. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვჭირდება კრიტიკული აზროვნების ახალგაზრდები, რომ ნებისმიერ თემაში შევიდეთ მსჯელობაში და ავწონ-დავწონოთ რა არის მისაღები და რა არა. ასევე, ხაზს გავუსვამ, რომ ამ დაკვეთის მონაწილე იყო ალეკო ელისაშვილი . მე მქონდა ინფორმაცია, რომ მამუკა მდინარაძეზე მზადდებოდა შეტევა. მე არ ვიცოდი ეს თუ ფიზიკურად იქნებოდა შესაძლებელი. მაგრამ იმ ჯგუფში, სადაც გვქონდა ინფორმაცია, რომ რადგან კანონპროექტის, როგორც ლგბტ, ასევე გამჭვირვალობის შესახებ, ინიციირება მამუკა მდინარაძის მხრიდან უნდა ყოფილიყო, ამ ჯგუფიდან, რომელიც აქციების ორგანიზატორია, გამოჟონა ინფორმაციამ, რომ მამუკა მდინარაძეზე უნდა ყოფილიყო შეტევა. ელისაშვილმა, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ამ დაკვეთის მოლოდინში იყო, თითქმის პოლიტიკური ტერორისტული აქტი ჩაიდინა, სწორედ დაკვეთით შეასრულა ეს და სწორედ დაკვეთის ნაწილი იყო, რომ გავიდა ხალხში. ჩვენ ფაქტები გვაქვს, როგორი წახალისება მოხდა ალეკო ელისაშვილის. პარლამენტის შენობაში მსგავსი ძალადობა და ამის წახალისება ეს იყო წინასწარ დაგეგმილი, რომ დაემცირებინათ მამუკა მდინარაძე. არცერთმა ორგანიზაციამ, საელჩომ, მედიასაშუალებამ არ დაგმო ეს საქციელი, იმიტომ, რომ წინასწარ იყო ეს განსაზღვრული” – განაცხადა ყაველაშვილმა.

მდინარაძე: „კონტრაქცია კი არ არის, ეს არის „ოცნების“ ორგანიზებული აქცია – ვისაც სურვილი აქვს, ყველა მოვა და დააფიქსირებს, რომ გამჭვირვალობას რუსული კი არ ჰქვია, გამჭვირვალობა ჰქვია“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g