LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ადამიანები, რომლებიც „რემდესივირს“ იღებდნენ, 11 დღეში განიკურნენ“ – ალექსანდრე გოგინავა

2155
95340212-1560038437511027-881511878243647488-n

ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტის ალექსანდრე გოგინავას განცხდებით, საქართველო პიკის პერიოდშია, რომელიც შეიძლება 2-3 კვირა გაგრძელდეს.

ინფექციონისტმა „ფორტუნასთან“ საუბარში განაცხადა, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ საქართველოში დაინფიცირებულთა რიცხვი კვლავ მოიმატებს.

ჩვენ ახლა პიკის პერიოდში ვიმყოფებით, რომელიც შეიძლება 2-დან 3 კვირამდე გაგრძელდეს. ზუსტი პასუხი არ არსებობს, რამდენ ხანს შეიძლება გასტანოს პიკის პერიოდმა, მაგრამ ერთი რამ ზუსტად შეიძლება ითქვას, რომ პიკის პერიოდში ვიმყოფებით, რადგან შიდა გავრცელების დაწყებიდან უკვე 6 კვირა გავიდა.

როცა შეზღუდვები მოიხსნება, მოიმატებს შემთხვევები?

დაინფიცირების რიცხვის ზრდის საშიშროება ყოველთვის იქნება, თუმცა, რა თქმა უნდა, იქნება 10-ჯერ ნაკლები, ვიდრე ეს პიკურ პერიოდში იყო და როცა შეიძლებოდა, დაავადების სწრაფი გავრცელება მომხდარიყო. ეს დაავადება, სანამ არ გვექნება ვაქცინა ან არ მოხდება ადამიანების დიდი ნაწილის იმუნიზაცია, დარჩება. უბრალოდ არ ექნება პანდემიური სახე და მასთან ერთად თანაცხოვრება მოგვიწევს.

ეს ზოგადად ინფექციურ დაავადებებს ახასიათებს. მაგალითად, მოხდა ყვავილის აღმოფხვრა. არსებობს წითელას ვაქცინაც, რომელიც ასე თუ ისე მართულია. სხვა ბაქტერიული დაავადებების წამალიც გამოიგონეს. 21-ე საუკუნეში ამ დაავადებების გავრცელების საშიშროება ნაკლებია. კორონავირუსი ახალი დაავადება, რომელსაც როგორც ვხედავთ, შეუძლია პანდემია გამოიწვიოს, მაგრამ პანდემიის გადავლის შემდეგ დარჩება ისე, როგორც სხვა ინფექციები.

რამდენიმე ქვეყანაში ვაქცინის გამოცდა ადამიანებზე დაიწყეს. თუ მოხდა ისე, რომ რამდენიმე ქვეყანამ განაცხადა, რომ ვაქცინა ეფექტიანია, საქართველომ რომელ მათგანზე უნდა შეაჩეროს არჩევანი?

რთული სათქმელია, რომელი ქვეყანა დაასრულებს პირველად ვაქცინაზე მუშაობას. აშშ-ის შტატები, ჩინეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი თუ  საფრანგეთი. ვაქცინა ძალიან მალე ალბათ არ იქნება. 6-8 თვე დასჭირდება შედეგებზე დაკვირვებას. ვაქცინა აღიარებული უნდა იქნას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. შემდეგ უნდა მოხდეს ვაქცინის კომერციულად გაცემა სხვადასხვა ქვეყანებზე. შეიძლება ისე მოხდეს, რომ რამდენიმე ვაქცინა დამტკიცდეს. თუ ჩვენ გვექნება არჩევანის გაკეთების საშუალება ჯანმოს მიერ აღიარებულ ვაქცინებში, ეს კარგი იქნება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მარტივად არ აღიარებს ვაქცინას და იმის შიში, რომ უხარისხო ვაქცინა შეგვხვდება, არ უნდა გვქონდეს.

მხოლოდ ეფექტურ ვაქცინას შეუძლია კორონავირუსის გავრცელების სრულად შეჩერება: ჯანმოს დირექტორი

„საბოლოო ჯამში, უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინის შექმნა იქნება საჭირო, რათა სრულად შეწყდეს დაავადების გავრცელება.“

ესპანეთმა ჩინეთს წრაფი ტესტები უკან დაუბრუნა. საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩინეთიდან სწრაფი ტესტები ჩამოვიდა. რამდენად შეიძლება ვენდოთ ტესტებით ნაჩვენებ შედეგებს?

ესპანეთმა ჩინეთის ერთი კონკტრეტული კომპანიის მიერ წარმოებული ტესტები დააბრუნა. ჩინეთში უამრავი სხვა კომპანიაც აწარმოებს ტესტებს. მე, როგორც ვიცი, ჩვენ საკმაოდ ხარისხიანი ტესტები ვიყიდეთ და მაღალი სარწმუნოობით ხასიათდება. სწორედ ამიტომ გაკეთდა მათზე არჩევანი.  ეს ის ტესტები არაა, რომელიც ჩინეთს ესპანეთმა დაუბრუნა.

კორონავირუსი: კორეული ტესტების ცრუ ...

დიდი ხნით შინ ყოფნა ცუდია ჯანმრთელობისთვის. საგანგებო მდგომარეობა საქართველოში 22 მაისამდეა გამოცხადებული. როგორ მოვიქცეთ? 

აუცილებელია მზის სხივები იგივე D ვიტამინის წარმოქმნისთვის. აუცილებელია ფიზიკური აქტივობა, განსაკუთრებით ასაკოვან ადამიანებში. გულსისხძარღვთა დაავადების ადამიანებისთვის მწოლიარე და მჯდომიარე ცხოვრების რეჟიმი კარგი არ არის. საგანგებო მდგომარეობა რომ გამარტივდება, ადამიანებმა  სეირნობა უნდა დაიწყონ. ჭარბი წონა ცუდია ნებისმიერი დაავადებისთვის და მათ შორის კორონავირუსისთვის, რისი პრობლემაც ბევრ ადამიანს დაუდგა კარანტიის პერიოდში, ამიტომ ამასაც უნდა მიექცეს ყურადღება.  ოთახების განიავება ხშირად უნდა მოხდეს, იმისთვის, რომ მზის პირდაპირი სხივი შემოვიდეს ოთახში. დახურული ფანჯრიდან შემოსული მზის სხივი სასარგებლო არაა. ამიტომ ხშირად გავაღოთ ფანჯრები და აივანზე ხშირად უნდა გავიდეთ. შინ ყოფნისას უნდა ვეცადოთ, რომ სულ ვიჯდეთ. ერთი, ან  ორი კილოგრამისს მომატება საშიში არაა. მით უფრო ახალგაზრდა ადამიანისთვის.

ამერიკელმა იმუნოლოგმა ენტონი ფაუჩიმ „რემდესივირზე“ დიდი იმედები დაამყარა. დონალდ ტრამპმაც თქვა, რომ წამალმა კარგი შედეგები აჩვენა.

ეს არის კვლევის შედეგი, რომელიც ენტონი ფაუჩიმ გაახმოვანა. ამერიკაში ჩატარდა კვლევა პლაცებოკონტროლით. „რემდესივირმა“ საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა. მან შეაჩერა ვირუსის მტარებლობის პერიოდი. საშუალოდ კორონავირუსისგან განკუნებისთვის 15 დღეა საჭირო. ის ადამიანები, რომლებიც „რემდესივირს“ იღებდნენ, 11 დღეში განიკურნენ. გამოჯანმრთელობის მაჩვენებელი კი 31%-მდე გაზარდა. საგულისხმო ნიშნულებია. თუმცა, რამდენიმე კვირის წინ ჩინური კვლევა დაიდო, რომლის მიხედვით „რემდესივირმა“ არანაირი შედეგი არ აჩვენა. ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებია, მაგრამ ამერიკაში უფრო ფართომასშტაბიანი კვლევა იყო და ამიტომ უფრო დამაიმედებელია, ჩვენთვის, საზოგადოებისთვის. მალე შესაძლოა, „რემდესივირი“ აღიარებული იქნას როგორც კორონავირუსის ინფექციის ერთმნიშვნელოვნად სამკურნალო პრეპარატი.

ოზონოთერაპიამ საქართველოში კარგი შედეგები აჩვენა. ეცნობა ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას და შეიძლება თუ არა კორონავირუსთან ბრძოლაში ის აღიარებულ მეთოდად დაინერგოს?

„რემდესივირზე“ კვლევა რამდენიმე ათას ადამიანზე ჩატარდა. ოზონოთერაპიამ კი ჯერ მხოლოდ 4 პაციენტში აჩვენა კარგი შედეგი. უნდა მოხდეს ამ მეთოდის დახვეწა და გაგრძელება და თუ ძალიან კარგი შედეგი იქნება, რა თქმა უნდა, შეიძლება ამ ინფორმაციის ჯანმოსთვის მიწოდება და ჩვენს ქვეყანაში მეთოდის დანერგვა. მთავარია შედეგები.

magti 5g