საქართველოში სამუშაოს შესრულებისას გარდაცვლილთა და დაშავებულთა სტატისტიკა იზრდება და „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის ამოქმედების მიუხედავად, ადამიანები კვლავაც სიკვდილის სამსახურში დგანან.
2015-2017 წლებში სამუშაო ადგილებზე 147 ადამიანი გარდაიცვალა, დაშავებულ პირთა რაოდენობა კი 272-ია. 2018 წელს საქართველოში სამუშაოს შესრულებისას 59 ადამიანი დაიღუპა, 199 დაშავდა.
რეგულაციები დაგვიცავს – ასეთია ხელისუფლების პოზიცია. თუმცა, უკვე ვიცით, რომ რეგულაცია ვერ დაიცავს სერვისის სფეროში დასაქმებულებს, ხოლო რამდენად შეძლებს მძიმე, მავნე და საშიშ პირობებიან სამუშაო ადგილებზე დასაქმებულთა დაცვას, ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
