2023 წლის თებერვალში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.9%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 11.6%-ით არის გაზრდილი. ინფორმაციას PMC კვლევითი ცენტრი აქვეყნებს.
ორგანიზაციის ცნობით, 2023 წლის თებერვალში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 599 ლარამდე თვიურ ხელფასს, 19.2%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 9.0 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.
“2023 წლის თებერვალში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 20.0%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7.1 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია. 2023 წლის თებერვალში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 32.6%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 44.2%-ით არის გაზრდილი. 2023 წლის თებერვალში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს ან მეტ ხელფასს, 3.0%-ს შეადგენდა”, – აღნიშნულია PMCG-ის კვლევაში.
საქართველოში საშუალო ხელფასი 1 773 ლარამდე გაიზარდა – რომელ სფეროებშია მატება