LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც მინიმუმ 9600 ლარს იღებდნენ ხელფასს, იანვარში, გასულ წელთან შედარებით 26.9%-ით გაიზარდა – PMCG

247
ლარიი

2023 წლის იანვარში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.5%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 10.7%-ით არის გაზრდილი. ინფორმაციას ამის შესახებ PMCG კვლევითი ცენტრი ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, 2023 წლის იანვარში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 599 ლარამდე თვიურ ხელფასს, 26.7%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7.7 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია. ასევე, 2023 წლის იანვარში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 17.9%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.9 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

გასული წლის ბოლოს 2400 ლარზე მეტი ხელფასი საქართველოში 178000 ადამიანს ჰქონდა - PMCG

2022 წლის ბოლოს საქართველოში იმ ადამიანების საშუალო რაოდენობა, რომლებიც ხელფასს იღებდნენ, 893 ათასს შეადგენდა.

როგორც სტატისტიკიდან ჩანს, 2023 წლის იანვარში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 26.9%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 78.9%-ით არის გაზრდილი. 2023 წლის იანვარში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს ან მეტ ხელფასს, 1.5%-ს შეადგენდა.

კვლევის თანახმად, 2022 წლის აგვისტოდან 2023 წლის იანვრის ჩათვლით, 40,531 ვაკანსია გამოქვეყნდა jobs.ge-ზე, რაც 2021-2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 24.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 2022 წლის აგვისტოდან 2023 წლის იანვრის ჩათვლით, jobs.geზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო თვიურმა ზრდის ტემპმა – 0.8% შეადგინა. 2023 წლის იანვარში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 19%-ით მეტია 2022 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ ვაკანსიების რაოდენობასთან შედარებით.

2022 წლის აგვისტოდან 2023 წლის იანვრის ჩათვლით, 7,077 ვაკანსია გამოქვეყნდა ფინანსების, სტატისტიკის კატეგორიაში, რაც 2021-2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 142.9%-ით, ხოლო 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 297.2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 2022 წლის აგვისტოდან 2023 წლის იანვრის ჩათვლით, 11,652 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვები/შესყიდვების კატეგორიაში, რაც 2021-2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 135.6%-ით, ხოლო 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 301.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 2022 წლის აგვისტოდან 2023 წლის იანვრის ჩათვლით, 9,004 ვაკანსია გამოქვეყნდა ადმინისტრაცია/მენეჯმენტის კატეგორიაში, რაც 2021-2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 125.0%-ით, ხოლო 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 292.4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია”, – აღნიშნულია PMCG-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები