LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამიანებმა სწორად უნდა განსაზღვრონ უღირთ თუ არა ტრანსპორტში ჩაჯდომა – ხათუნა ზახაშვილი

1297
BeFunky-collage (6)

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ონლაინ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ტრანსპორტის მინიმალური დატვირთვით ამუშავება იგეგმება, რაც ტრანსპორტში მგზავრების მცირე რაოდენობას გულისხმობს.

ხათუნა ზახაშვილის განმარტებით, დანარჩენი ყველაფერი ადამიანთა სოციალური პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული და თვითკონტროლზე იმისთვის, რომ ადამიანებმა სწორად განსაზღვრონ, უღირთ თუ არა ტრანსპორტში ჩაჯდომა.

“თუ ეს არის თქვენი გადაადგილება იმდენად შორს, რომ ამ ადგილის დაფარვა ფეხით შეუძლებელია, რა თქმა უნდა, ჯობს ისარგებლონ, ხოლო ყველა სხვა დანარჩენმა, რომელსაც შეუძლია გასავლელი მანძილის ფეხით დაფარვა, დაუთმოს სატრანსპორტო საშუალება მათ, ვისთვისაც ეს შეუძლებელია,” – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

ბოლო მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 713 შემთხვევაა დაფიქსირებული. ვირუსმა 12 პაციენტი იმსხვერპლა; გამოჯანმრთელდა 475 მოქალაქე.

 საქართველოში ინფიცირებულების 67 პროცენტია გამოჯანმრთელებული, რაც კარგი მაჩვენებელია – გამყრელიძე

რა შეზღუდვები დარჩება ხანგრძლივად? – გამყრელიძე განმარტავს

აუცილებელი ტესტირების სამიზნე ჯგუფებს ტრაილერის მძღოლებიც დაემატებიან

 

magti 5g