ადამიანებს, შესაძლოა ვაქცინის მესამე დოზის მიღება, შემდეგ კი ყოველწლიური რევაქცინაცია დასჭირდეთ. ამის შესახებ შესახებ კომპანია „ფაიზერის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ალბერტ ბურლამ განაცხადა.
თუმცა, როგორც კომპანიის დირექტორი განმარტავს ამ ყველაფერს ჯერ დადასტურება სჭირდება.
“ადამიანებს შესაძლოა სრულად ვაქცინაციიდან 6-12 თვის განმავლობაში ვაქცინის მესამე დოზის მიღება, შემდეგ კი ყოველწლიური რევაქცინაცია დასჭირდეთ”,-განაცხადა კომპანია “ფაიზერის” დირექტორმა.
