LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამიანებს ვინც თვითიზოლაციას პატიოსნად იცავს, ბრიტანეთში ფული გადაუხადონ

75
brtnnews2021

ბრიტანეთში COvid-19–ით ინფიცირების შემთხვევები ყოველდღიურად იზრდება, ამიტომ მეტი უსაფრთხოებისთვის ხელისუფლება ახალ გეგმაზე მუშაობს. მათ ვისაც დადებითი ანალიზი აქვთ და შესაბამისად თვითიზოლაციაში უნდა იყვნენ, კანონის დაცვისთვის 500 ფუნტ სტერლინგს გადაუხდიან.

ასეთი იდეა ხელისუფლებას მას შემდეგ გაუჩნდა, რაც გამოკითხვით დადგინდა რომ ექიმს კორონავირუსის სიმპტომების მქონე ბრიტანელთა 17% თუ აკითხვას, დანარჩენებს კი დადებითი პასუხი, შესაბამისად იზოლაცია და სამსახურის დაკარგვა ან სხვა თანმდევი ფინანსური პრობლემები აშინებთ.

ამჟამად ეპიდვითარება ქვეყანაში ისეთივე მძიმეა, როგორიც გასული წლის მარტის თვეში იყო, თუმცა მიუხედავად ამისა, ადგილობრივები შეზღუდვებს ნაკლებად ემორჩილებიან.

თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეებისთვის ფულის გადახდა მთავრობას კვირაში 453 მილიონი ფუნტი დაუჯდება, რაც პანდემიის გამო დარიგებულ კომპენსაციებზე 12–ჯერ უფრო მეტია.

ხელისუფლებამ პოლიციასაც მიმართა და ინფიცირებულთა კონტროლის გამკაცრება სთხოვა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იზოლაციის 10 დღეს ყოველი ოთხი ინფიცირებულისგან მხოლოდ ერთი იცავს, ხოლო კოვიდ–დადებითთა 15%–ს სამსახური ერთი დღითაც არ გაუცდენია და ჩვეულ ცხოვრებას აგრძელებდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები