ჯასტინ ტიმბერლეიკს 42 წელი შეუსრულდა. მისმა მეუღლემ, ჯესიკა ბილმა იუბილეს აღსანიშნავად ის რომანტიკულ კრუიზში წაიყვანა და არაერთი თბილი ფოტოც გადაიღო, რომელიც „ინსტაგრამზე“ გაავრცელა და თან საოცრად ემოციური სიტყვები დაურთო.
„დაბადების დღეს ვულოცავ ადამიანს, რომელიც მუდამ გამოწვევის წინაშე მაყენებს და ყოველ დღე მოტივაციას მაძლევს. ეს არის ადამიანი, რომელიც მაიძულებს ვიცინო, ის ჩვეულებრივს, არაჩვეულებრივად აქცევს. შენ იცი, ვინც ხარ, მე შენ მიყვარხარ!“, – წერს ბილი.
ცნობისთვის, წყვილს 10 წლიანი ქორწინება აკავშირებს, მათ ორი შვილი ჰყავთ.
ჯასტინ ტიმბერლეიკს ცოლმა ღალატი აპატია და შეურიგდა – წყვილი იტალიაში ისვენებს