LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამიანი, რომელიც ნიუ-იორკის ტერაქტის შემდეგ “ბატაკლანის”ტრაგედიასაც გადაურჩა

92

ამერიკელი მამაკაცი, რომელიც 2001 წელს ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის აფეთქებას გადაურჩა, პარიზის ტერაქტების დროს ბატაკლანში იმყოფებოდა და სიკვდილს კვლავ გადაურჩა.

36 წლის მამაკაცი, სახელად მეთიუ ტერაქტის დროს ფეხში დაიჭრა და სცადა, გასასვლელისკენ ხოხვით წასულიყო. ყოველ ჯერზე, როდესაც მას „კალაშნიკოვის“ გადატენის ხმა ესმოდა, ცდილობდა, რამდენიმე სანტიმეტრით წინ წაწეულიყო, გარშემო მხოლოდ მიცვალებულების ცხედრებს ხედავდა.

„ნელ-ნელა მივიწევდი წინ, თითო სანტიმეტრით. საბოლოოდ, მოვახერხე კართან მივსულიყავი,“ – ამბობს მეთიუ.

მან მოახერხა დარბაზიდან ქუჩაში გასვლა, სადაც Le Monde-ს ჟურნალისტმა დენიელ პსენიმ გადაარჩინა, ჟურნალისტი ტერაქტს საკუთარი სახლიდან კამერით იღებდა.

ამ დროისთვის პსენის უკვე გადაღებული ჰქონდა ცნობილი კადრები, როდესაც ფეხმძიმე ქალი გადარჩენას ცდილობდა. ჟურნალისტმა ვიდეოგადაღება ისე დაიწყო, რომ არც იცოდა, რა ხდებოდა „ბატაკლანში“.

როდესაც ეგონა, რომ სროლა დასრულდა, პსენიმ გააღო სახლის წინა კარი და დაინახა მეთიუ, რომელიც ბორდიურთან იწვა. სწრაფად მიირბინა მასთან და სხვა მამაკაცის დახმარებით დაჭრილის სახლში შეყვანა შეძლო.

„მე მათ თავი გარდაცვლილად მოვაჩვენე. როდესაც ვიგრძენი, რომ ვიღაცამ მხრებში ხელი ჩამავლო და გამათრია, არც კი ამიხედავს ისე ვთქვი : „მიყვარხარ, ჩემო მფარველო ანგელოზო!“ – განაცხადა Le Monde-სთან მეთიუმ.

2EBD798800000578-3329435-image-m-4_1448306951151

მაგრამ მაშინ, როდესაც მას პსენი სახლისკენ მიათრევდა, ტერორისტებმა ჟურნალისტი მხარში დაჭრეს.
პსენი ამბობს, რომ მას მუდმივი კონტაქტი ჰქონდა ტელეფონით კოლეგებთან, პოლიციასთან და მეხანძრეებთან, მაგრამ ტერიტორიაზე შესვლა იმ მომენტისთვის არავის შეეძლო, ექიმის ნახვის საშუალებაც არ არსებობდა. ორივე მათგანი სისხლისგან იცლებოდა, თუმცა გონება არ დაუკარგავთ.

მეთიუმ ტელეფონი „ბატაკლანის“ დარბაზში დაკარგა, ცოლის ნომრის გახსენება კი 2 საათის განმავლობაში ვერ შეძლო.

საბოლოოდ, მეთიუ და მისი გადამრჩენელი ჟურნალისტი ერთსა და იმავე კლინიკაში გადაიყვანეს სამკურნალოდ და საბოლოო გამოჯანმრთელებამდე იქ დარჩნენ.

2EBD7C7A00000578-3329435-image-a-1_1448306793758

მეთიუსთვის პირველი ტერორისტული აქტი, რომელიც თავს გადახდა, ნიუ-იორკში, 2001 წლის 11 სექტემბერს სავაჭრო ცენტრზე თვითმფრინავის შეჯახება იყო, თუმცა იგი ამბობს, რომ „ბატაკლანის“ შემთხვევა „1 000-ჯერ მძიმე იყო.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g