“ადამიანურად ძალიან ვწუხვარ და მეცოდება მიხეილ სააკაშვილი”, – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, სააკაშვილით სპეკულაციები უნდა დასრულდეს.
„ადამიანურად ძალიან ვწუხვარ და მეცოდება მიხეილ სააკაშვილი.
ის ადამიანები თუ გრძნობენ პასუხისმგებლობას სიაში მოხვედრის და გამორჩენის გამო რომ კიოდნენ ტელევიზიებში – ჩამოდი მეგობარო! ფიქცია, ოპოზიციის ბუტაფორია ხალხი.
ახლაც აგრძელებენ ურცხვად. დაასრულეთ ამ ადამიანით სპეკულაციები. გეყოთ სინდისი და პასუხისმგებლობა. ცოდოა“, – წერს ხატია დეკანოიძე.