LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამსები ბრუნდებიან – ნახეთ „ვენსდეის“ პირველი „თრეილერი“

1387
page

ტიმ ბარტონის ახალი მინი-სერიალის, „ვენსდეის“ პირველი ფოტოების გამოქვეყნებიდან სულ რამდენიმე საათში, „ნეტფლიქსმა“ პირველი „თრეილერი“ გაავრცელა.

სერიალი ცნობილი ოჯახის ერთ-ერთი წევრის, უენსდეი ადამსის, ისტორიას მოგვითხრობს. მორტიშა და გომეს ადამსების ქალიშვილი „ნევერმორის აკადემიაში“ იწყებს სწავლას, სადაც იგი ზებუნებრივი უნარების დაუფლებასა და თავისი ოჯახის წარსულთან დაკავშირებული მკვლელობის შემთხვევის გამოძიებას ცდილობს.

სერიალს, რომელიც 8 ეპიზოდისგან შედგება, შემოდგომაზე  ვიხილავთ.

ნახეთ კეტრინ ზეტა-ჯონსი მორტიშას როლში – ტიმ ბარტონის „ვენსდეის“ პირველი ფოტოები 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები