LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ADB-მ ეკონომიკის აღდგენისთვის $200 მილიონიანი სესხი დაგვიმტკიცა

105
5e70ed1fc485401fb6209d93

დღეს „აზიის განვითარების ბანკმა“ (ADB) 200 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის პოლიტიკაზე დაფუძნებული სესხი დაამტკიცა, კორონავირუსის (კოვიდ-19) პანდემიით მიყენებული ზიანისგან საქართველოს ეკონომიკის აღდგენის ხელშესაწყობად, ქვეყნის საჯარო ფინანსურ მართვასა და სოციალური დაცვის სისტემებში გამოწვევების დაძლევის გზით.

ფისკალური მედეგობისა და სოციალური დაცვის ხელშემწყობი პროგრამა ADB-ის დახმარების საყოველთაო და ინტეგრირებული პაკეტის ნაწილია, რომელიც მიმართულია საქართველოში ჯანდაცვაზე, სოციალურ დაცვასა და ეკონომიკაზე პანდემიით მიყენებული ზიანის შესარბილებლად.

„ამ პროგრამით გათვალისწინებული ნაბიჯები კრიტიკულად მნიშვნელოვანია კოვიდ-19-ის ეკონომიკური გავლენის შესარბილებლად და მაკროეკონომიკური სტაბილურობის საშუალოდან გრძელვადიან პერიოდში შესანარჩუნებლად; ასევე კრიზისისგან ყველაზე მეტად დაზარალებული მოსახლეობის სიცოცხლისუნარიანობის დასაცავად. პროგრამა დაეხმარება ხანდაზმულ მოქალაქეებს, ვინც კოვიდ-19-ის შედეგების წინაშე განსაკუთრებით დაუცველია”,- განაცხადა ADB-ის უმცროსმა სპეციალისტმა როჯერიო დე ალმეიდა ვიეირა დე სამ.

ცნობისთვის, პროგრამა ADB-ის მიერ მიმდინარე წლის მაისში დამტკიცებული $100 მილიონიანი სესხის დამატებაა, რომელიც გამიზნული იყო მთავრობის ანტიკრიზისული ღონისძიებების დასახმარებლად, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის გადასახადების გადავადების, პანდემიის დროს უმუშევრად დარჩენილი მოსახლეობისთვის დროებითი ფულადი დახმარებისა და კოვიდ-19-ის უფასო დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g