LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ADB-მ საქართველოს პირველ ადგილობრივად განთავსებულ მწვანე ობლიგაციებში $4 მილიონის ინვესტიცია ჩადო

62
ADB (1)

აზიის განვითარების ბანკმა „საქართველოს განახლებადი ენერგიის ოპერაციების“ (GRPO) მიერ გამოშვებულ მწვანე ობლიგაციებში 4 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა, რაც კომპანიის მუშაობას დაეხმარება – ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკი ავრცელებს.

მათი ცნობით, ინვესტიცია დამატებით კაპიტალს შესძენს GRPO-ს დამფუძნებელ კომპანიას სს „საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანიას“, მისი განახლებადი ენერგობიზნესის ხელშესაწყობად.

“ADB-ის ინვესტიცია წარმოადგენს GRPO-ს მიერ გამოშვებული ხუთწლიანი $80 მილიონიანი მწვანე ობლიგაციის ნაწილს — საქართველოში პირველად ადგილობრივად განთავსებულ მწვანე ობლიგაციას და საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსებულ უმსხვილეს ობლიგაციას. ADB ასევე ადმინისტრირებას გაუწევს აზიის კერძო სექტორის ინფრასტრუქტურის წამყვანი ფონდის (LEAP) მიერ გამოყოფილ $4 მილიონიან რესურსს.

“პირველი ადგილობრივად გამოშვებული მწვანე ობლიგაციებისა და საქართველოში განთავსებული ყველაზე მსხვილი ობლიგაციის საშუალებით ADB ხელს შეუწყობს საქართველოს ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებას,“ –  განაცხადა ADB-ის კერძო სექტორის ოპერაციები დეპარტამენტის ინვესტიციების უფროსმა სპეციალისტმა დევიდ ურბანეხა-ფურელოსმა.

“ეს ინვესტიცია კიდევ ერთია ჩვენი, როგორც საქართველოს მწვანე ობლიგაციებში ინვესტორი წამყვანი ორგანიზაციის ანგარიშზე და ცხადყოფს ADB-ის ამ და სხვა სასესხო ინსტრუმენტებით წევრი ქვეყნების კლიმატის მიზნების მიღწევაში დახმარების შესაძლებლობას.“

„ძალიან მოხარული ვარ, რომ GRPO-მ წარმატებით გამოუშვა $80 მილიონის მწვანე ობლიგაცია. ამ ტრანზაქციას ინვესტორებისგან საკმაოდ დიდი დაინტერესება მოჰყვა, რითაც ამ უპრეცედენტო დროშიც კი, კაპიტალზე წვდომის საშუალება მოგვეცა. მადლობელი ვართ, რომ ADB-მ, როგორც ერთ-ერთმა სტრატეგიულმა ინვესტორმა წამყვანი როლი შეასრულა ამ საქმეში,“ – განაცხადა სს „საქართველოს კაპიტალის“ თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა.

GRPO-ს პორტფელში შედის ხუთი განახლებადი ენერგიის პროექტი, მათ შორის ოთხი ჰიდროელექტროსადგური ჯამური მოცულობით 50.4 მეგავატი, და საქართველოში ერთადერთი ქარის ელექტროსადგური. 2020 წელს ADB-მ ინვესტიცია განახორციელა GRPO-ს წინამორბედი კომპანიის სს „Georgia Global Utilities“-ის გამოშვებულ ობლიგაციებში.

GRPO-ს სრული მფლობელია GRPC ჯგუფი, რომელიც თავის მხრივ სს „საქართველოს კაპიტალის“ საკუთრებას წარმოადგენს. სს „საქართველოს კაპიტალის“ 100%-იანი წლის მფლობელია საზოგადოებრივი სააქციო კომპანია „საქართველოს კაპიტალი“, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზეა აღრიცხული”, – აღნიშნულია ADB-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.