ადელის ნახევარძმა ამბობს, რომ დასთან ორი წელია არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია.
კამერონ ო’სულივანსა და ადელს ერთ მამა ჰყავთ, მარკ ევანსი, თუმცა მათი ცხოვრება ერთმანეთთან დაკავშირებული არ არის.
ადელის საცხოვრებელი სახლები სასექსსა და ლონდონში 10 მილიონ ფუნტზე მეტი ღირს, კამერონი კი დედასთან ერთად სამხრეთ უელსში პატარა ქალაქში ცხოვრობს.
მაშინ, როდესაც 27 წლის ვარსკვლავი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს, მისი 20 წლის რაგბისტი ძმა კარდიფამდე ყოველდღიურად მატარებლით მგზავრობს, რომ სამედიცინო სასწავლებელში ისწავლოს.
„ჩვენ ერთმანეთს არასოდეს ვნახულობთ. არ ვართ ახლოს და ეს ყველაზე რთული რამეა.. დედამისთან, პენისთან მაქვს ურთიერთობა მხოლოდ, მას ტელეფონზე ვურეკავ ხოლმე, მაგრამ ადელთან არასოდეს ვსაუბრობ. ის ძალიან დაკავებულია,“ – ამბობს კამერონი.
კამერონი და ადელი ცალ-ცალკე გაიზარდნენ და ერთმანეთს 2007 წელს შეხვდნენ. ოთხი წლის შემდეგ მომღერალმა ძმა პირველად ახსენა ინტერვიუში : „ის ტყუპისცალივით მგავს. სხვადასხვა ქალაქში გავიზარდეთ, მაგრამ როდესაც შევხვდით ერთმანეთს, ისეთი განცდა გვქონდა, თითქოს მთელი ცხოვრება ერთად გვაქვს გატარებული,“ – განაცხადა ადელმა.
მომღერალსა და მის ძმას მამასთან ურთიერთობა არ აქვთ. მამა ოჯახიდან წავიდა, როდესაც ადელი 2 წლის იყო. შემდეგ მამა-შვილი შერიგდა, თუმცა 2011 წელს მათ შორის განხეთქილება მოხდა და ამჟამად ურთიერთობა აღარ აქვთ.



