LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვილი არაა სამარცხვინო ავანტურისტების – მელიების, ხაბეიშვილების, უგულავებისგან შეურაცხყოფის მოსმენა, მადლობა პოლიციელებს – კობახიძე

94
BeFunky-collage (12)

“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ დღეს გამართულ ბრიფინგზე პოლიციელებს გასული ღამის განმავლობაში მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „არ არის ადვილი სკამებს დახარბებული სამარცხვინო ავანტურისტებისგან – მელიებისგან, ხაბეიშვილებისგან, უგულავებისგან – შეურაცხყოფის მოსმენა“.

ირაკლი კობახიძის თქმით, დღეს ყველა ხედავს, რომ პოლარიზაციის მცდელობას ჰყავს მხოლოდ ერთი მხარე. მისივე სიტყვებით, ეს არის რადიკალური ოპოზიცია.

კობახიძე: გუშინ ერთ-ერთ თათბირზე განხილულ იქნა ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარი

“მადლობას გადავუხდი სამართალდამცავ უწყებებს სააკაშვილის გლდანის კლინიკაში გადაყვანის სათანადოდ დაგეგმვისა და აღსრულებისთვის. რადიკალების გუშინდელი დესტრუქციული ქმედებებით ნათლად გამოჩნდა, რატომ ითხოვდნენ ისინი სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას.

მიზეზი ერთადერთი იყო – სამოქალაქო კლინიკასთან ბევრად უფრო მარტივია იმ რადიკალური გეგმების აღსრულება, რომლის მიხედვითაც ისინი გუშინ მოქმედებდნენ.

ბუნებრივია, სახელმწიფო ვერ დაუშვებს, რადიკალების ახირების გამო, სამედიცინო პერსონალის, პაციენტებისა და სამართალდამცავების უსაფრთხოებასა და სიმშვიდეს არასაჭირო პრობლემები შეექმნას. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ხშირად საუბრობენ პოლარიზაციაზე, როგორც ქვეყნის პოლიტიკური სისტემის მთავარ პრობლემაზე.

საუბარი არის ორმხრივ პოლარიზაციაზე, მაშინ, როდესაც, რეალურად, პოლარიზაციის წყარო ყოველთვის რადიკალები არიან, „ქართულ ოცნებას“ კი, როგორც სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკურ ძალას, ყოველთვის მოპასუხის როლში უწევს ხოლმე ყოფნა“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძე: ლომჯარიაც აჩვენებს, რატომ არ შეიძლება თანამდებობის მიცემა ნაცმოძრაობისთვის

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g