LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: ლომჯარიაც აჩვენებს, რატომ არ შეიძლება თანამდებობის მიცემა ნაცმოძრაობისთვის

98
BeFunky-collage (11)

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე სახალხო დამცველის მიერ ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნას ეხმაურება. როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს, ნინო ლომჯარია და “ნაციონალური მოძრაობის” წევრები, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ითხოვენ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას.

ომბუდსმენი სააკაშვილზე: როცა ის რუსთავიდან გადაიყვანეს, გლდანის ციხის ადმინისტრაციამ არ დაგვიდასტურა, რომ იქ იყო მიყვანილი

“სახალხო დამცველს და “ნაცმოძრაობის” დანარჩენ წარმომადგენლებს აქვთ ერთი და იგივე დღის წესრიგი. ერთადერთი მიზეზით უნდათ მათ სააკაშვილის რამენაირად სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, არანაირი რეალური საფუძველი ამას არ აქვს.

რაც შეეხება სახალხო დამცველის და სხვა “ნაციონალების” განზრახვას, მიზეზი არის მარტივი. მიზეზი არის ის, რომ სამოქალაქო საავადმყოფოსთან ბევრად უფრო მარტივია იმ რადიკალური გეგმების აღსრულება, რომელიც გუშინაც ვიხილეთ. ეს არის ძალიან მარტივი რამ.

ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რას, რომ ჩვენ ვსაუბრობდით მათ რევანშისტულ განზრახვებზე, რასაც არ უწერია აღსრულება. ნინო ლომჯარიაც აჩვენებს იმას, თუ რატომ არ შეიძლება არც ერთი თანამდებობის მიცემა ნაცმოძრაობისთვის, იმიტომ რომ იყენებენ სიცრუისთვის ამ ყველაფერს. ეს არის ძალიან ნათელი მაგალითი,“ – ამბობს ირაკლი კობახიძე.

კობახიძე: გუშინ ერთ-ერთ თათბირზე განხილულ იქნა ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები