ბოლო წლებში, საქართველოს ძლიერ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, დაბალანსებული ტერიტორიული განვითარება და თანამედროვე ურბანული დაგეგმარება ჩვენი ეროვნული პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტებად იქცა. ჩვენი მიზანია არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის გაფართოება და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, არამედ იმის უზრუნველყოფა, რომ ზრდა დარჩეს მდგრადი, რეგიონულად დაბალანსებული და ორიენტირებული იყოს ჩვენი მოქალაქეების საჭიროებებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მსოფლიო ურბანული ფორუმის მე-13 სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ფორუმი, რომელიც გაეროს დასახლებული პუნქტების პროგრამის ორგანიზებით იმართება, გამოცდილების გაზიარებისა და მეტად უსაფრთხო და ინკლუზიური თემების საერთო ხედვის მხარდაჭერის აუცილებელ პლატფორმას წარმოადგენს.
„ჩემთვის დიდი პატივია, სიტყვით მივმართო ბაქოში, მსოფლიოს მე-13 ურბანულ ფორუმს. გულწრფელი მადლობა მინდა გამოვხატო აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიმართ, მისი ტრადიციული თბილი მიღებისა და ამ მნიშვნელოვანი გლობალური შეკრების ბრწყინვალე ორგანიზებისთვის. ეს ფორუმი, რომელიც გაეროს დასახლებული პუნქტების პროგრამის ორგანიზებით იმართება, გამოცდილების გაზიარებისა და მეტად უსაფრთხო და ინკლუზიური თემების საერთო ხედვის მხარდაჭერის აუცილებელ პლატფორმას წარმოადგენს. დღეს, ქალაქები თითქმის ყველა მნიშვნელოვანი გლობალური გამოწვევის წინაშე დგანან – კლიმატის ცვლილებისადმი მედეგობიდან დაწყებული, მდგრადი განვითარებითა და სოციალური ერთიანობით დამთავრებული. ის, თუ როგორ ვგეგმავთ, ვვითარდებით და ვიცავთ ჩვენს ურბანულ სივრცეებს, საბოლოოდ განსაზღვრავს ჩვენი საზოგადოებების სტაბილურობას, კეთილდღეობასა და მდგრადობას მომავალი თაობებისთვის. ბოლო წლებში, საქართველოს ძლიერ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, დაბალანსებული ტერიტორიული განვითარება და თანამედროვე ურბანული დაგეგმარება ჩვენი ეროვნული პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტებად იქცა. ჩვენი მიზანია არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის გაფართოება და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, არამედ იმის უზრუნველყოფა, რომ ზრდა დარჩეს მდგრადი, რეგიონულად დაბალანსებული და ორიენტირებული იყოს ჩვენი მოქალაქეების საჭიროებებზე“,- აღნიშნა პრემიერმა.
