LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: „დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა – სრულიად საქართველოს ვულოცავ კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას!“

129
კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე, ირაკლი კობახიძე

„დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა – საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას ახალი წინამძღოლი ჰყავს. სრულიად საქართველოს ვულოცავ კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას!“ – ამის შესახებ ნათქვამია პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებაში.

ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია 12 მაისს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მეუფე შიო გახდა

დღეს საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს

პრემიერ-მინისტრის თქმით, მას სჯერა, რომ შიო III-ის მწყემსმთავრობა საქართველოს ერთიან და ძლიერ მომავალს მოემსახურება.

„დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა – საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას ახალი წინამძღოლი ჰყავს. სრულიად საქართველოს ვულოცავ კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას!
უწმინდესო და უნეტარესო შიო III, უდიდესი პატივისცემით გილოცავთ ამ უაღრესად საპატიო და უაღრესად საპასუხისმგებლო მისიაზე გამორჩევას. გვწამს, რომ თქვენ ღირსეულად განაგრძობთ იმ დიდ სულიერ მემკვიდრეობას, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში განსაკუთრებული სიბრძნითა და სიყვარულით ქმნიდა ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქი ილია II.
დედაეკლესია ყოველთვის იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ერის სულიერი სიმტკიცის ურყევი ბურჯი. სწორედ მართლმადიდებლურმა სარწმუნოებამ შემოგვინახა ის მარადიული ფასეულობები, რამაც ჩვენი ქვეყანა დღემდე მოიყვანა. მჯერა, რომ თქვენი მწყემსმთავრობა ჩვენი სამშობლოს მშვიდობიან, ერთიან და ძლიერ მომავალს მოემსახურება.
ღმერთი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას და მის ახალ სულიერ მამას!“-ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ეკლესიამ ახალი კათოლიკოს- პატრიარქი აირჩია. ქვეყნის 142-ე კათოლიკოს – პატრიარქი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა. მეუფე შიომ 22 ხმა მიიღო. რაც შეეხება პატრიარქობის სხვა კანდიდატებს, ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა 9 ხმა მიიღო, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი 7 ხმა. გაუქმდა ერთი ხმა.

საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე აირჩიეს.

გაფართოებული საეკლესიო კრების განმარტებით, ახალარჩეულ პატრიარქს შიო III ეწოდა.

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები მეუფე შიოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავენ: „გვწამს, რომ თქვენი მოღვაწეობა სიმშვიდის, თანადგომისა და ეროვნული ერთიანობის საფუძვლად იქცევა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g