LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთგვარი ტვირთი იყო, რომ მართალია, იყო ძალადობრივი აქტები სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, თუმცა არავინ იყო დაკავებული“ – ირაკლი კობახიძე

116
ირაკლი კობახიძე

„ერთგვარი ტვირთი იყო, რომ მართალია, იყო ძალადობრივი აქტები სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, თუმცა არავინ იყო დაკავებული – მთავარია, სამართალი აღსრულდა“,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილის, ჟურნალისტ გურამ როგავასა და მომიტინგე ზვიად მაისაშვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე 5 პოლიციელის დაკავებას გამოეხმაურა.

კობახიძის თქმით, სახელმწიფო მაღალი პასუხისმგებლობით მოქმედებს და მნიშვნელოვანია ნებისმიერ სამართალდარღვევაზე რეაგირება.

„მთლიანობაში, ჯამში დაახლოებით 30 მოძალადე იყო დაკავებული, ძალადობრივი მიტინგის მონაწილეებს, მოძალადეებს ვგულისხმობ, ამ დროის განმავლობაში ერთგვარი ტვირთი იყო, რომ მართალია, იყო ძალადობრივი აქტები სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, თუმცა არავინ იყო დაკავებული. ამასთან დაკავშირებით გაკეთდა განაცხადი ორიოდე კვირის წინ, უფრო ღრმად ჩავიხედეთ ყველაფერში და საბოლოოდ, მოხერხდა ბრალის გამოკვეთა და ჩვენ ვიმოქმედეთ ჩვენი მაღალი პასუხისმგებლობით, ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა და ეს ხელწერა ბოლომდე უნდა დავიცვათ, ამისთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერ სამართალდარღვევაზე რეაგირება, ეს აჩვენა სახელმწიფომ იმ აქტით, რომელიც საზოგადოებამ იხილა“,- განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება აქციების დროს სხვა დაშავებულების მიმართ ძალადობის ფაქტებს, მათ შორის ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და მის ოპერატორზე, კობახიძე ამბობს, რომ „სხვადასხვა მიმართულებით არის სისხლის სამართლის საქმეები აღძრული და მთავარია მოხერხდეს დამნაშავეთა გამოკვეთა“.

ამასთან, მან სამართალდამცავ ორგანოებს მადლობა გადაუხადა „ხელისუფლების ძალადობით შეცვლის 4 მცდელობის აღკვეთისთვის“.

პროკურატურამ ლევან ხაბეიშვილის, გურამ როგავასა და მომიტინგე ზვიად მაისაშვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე 5 პირი, მათ შორის 3 ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი დააკავა

ლევან მაჭავარიანი: „5-მა პოლიციელმა უფლებამოსილებას გადააჭარბა და იძალადა… გადაცდომასთან დაკავშირებით დავალება არავის გაუცია, მინდა დავიჯერო, რომ მათ ნერვებმა უმტყუნა“

ზურაბ ჯაფარიძე: „სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან… სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g