თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინაში იმყოფება, სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია.
ოქრუაშვილი, ფრონტის ხაზიდან, საზოგადოებას ხშირად უზიარებს ინფორმაციას.
ამჯერად, ოქრუაშვილი წერს, რომ ადვოკატმა ამცნო, რომ საქალაქო სასამართლოში მისი პროცესი გრძელდება.
ირაკლი ოქრუაშვილი: “რამდენი ადამიანი იქნებოდა ცოცხალი და ბედნიერი, პუტინი რომ არ დაბადებულიყო”
“რა ვქნა, რა წყალში გადავარდე, რამდენ რამეზე ვიფიქრო? ადვოკატი მირეკავს 3 საათზე საქალაქო სასამართლოში უნდა მოხვიდე შენი პროცესი გრძელდებაო.
არც ომს გაცლიან და არც ცხოვრებით ტკბობას ბომბების ქვეშ”, – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე
