LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შევდივართ საავადმყოფოს ეზოში და ვხედავთ რომ სხვა დაჭრილებთან ერთად ტომრებს ქვიშით ავსებს” – ირაკლი ოქრუაშვილი ფრონტის ხაზიდან მორიგ ემოციურ ისტორიას ჰყვება

47195
BeFunky-collage

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც უკრაინაში იმყოფება და რუსების წინააღმდეგ იბრძვის, ფრონტის ხაზიდან მორიგ ისტორიას აქვეყნებს სოციალურ ქსელში.

ირაკლი ოქრუაშვილი: “შვილივით მყავს ჩახუტებული “ენლო”, თან ჯაველინს ჯობია”

“დილას ომარ მეტრეველს მივაკითხეთ საავადმყოფოში , სამი დღე დაბომბვისგან მიღებული კონტუზიის გამო დააწვინეს და ყველანაირი ფიზიკური დატვირთვა აუკრძალეს.

შევდივართ საავადმყოფოს ეზოში და ვხედავთ რომ სხვა დაჭრილებთან ერთად ტომრებს ქვიშით ავსებს და ფანჯრებზე აწყობს.

ცოტა გავუბრაზდი, ხომ აგიკრძალეს ფიზიკური დატვირთვა და რა ტომრების ქვიშით ავსება აგიტყდა-მეთქი.

მთელი ღამე ყველა ექთანი (პატარა გოგოები) ამ ტომრებს ეზიდებოდნენ და მეც და სხვა დაჭრილებმაც უხერხულად ვიგრძენით თავი, წამოწოლილი ხომ არ ვიქნებოდითო.

ასეთი სოლიდარობაა ყველგან”, – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

ირაკლი ოქრუაშვილი: ვერ წარმოვიდგენდი თუ 48 წლის ასაკში, საქართველოს თავისუფლებისთვის უკრაინაში ვიბრძოლებდი, თანაც იარაღით ხელში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g