LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატი ნია იმნაძის საავადმყოფოში გადაღებულ კადრებს აქვეყნებს – „რა მტკიცებულება გაქვთ, რაც საფუძვლად დაუდეთ არასრულწლოვანის ამ მდგომარეობაში ჩაგდებას?“

1094
ნია იმნაძე

ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის, ნია იმნაძის ადვოკატი, გიორგი ლეკიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, რომელიც ნია იმნაძის საავადმყოფოში ყოფნის დროს არის გადაღებული.

ადვოკატის განცხადებით, მისთვის უცნობია, რას უკავშირდება ნია იმნაძის 10 თვის შემდეგ დაკავება, მტკიცებულებებში არ ფიქსირდება „მეტადან“ გამოთხოვილი ინფორმაცია და შესაძლოა უწყებებზე საზოგადოებრივ წნეხს ჰქონდეს ადგილი

ადვოკატი გიორგი ლეკიშვილი წერს:

„ნიას მიმართ მტკიცებულებები რომ არ გქონდათ, ეს საკამათო არც კი იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში აქამდე დააკავებდით, თუმცა ახლა რა მტკიცებულება გაქვთ რაც საფუძვლად დაუდეთ არასრულწლოვანის ამ მდგომარეობაში ჩაგდებას?“ – წერს ადვოკატი გიორგი ლეკიშვილი „ფეისბუკში“ და ვიდეოს აქვეყნებს.

გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძე კლინიკიდან ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს

ცნობისათვის, სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე რამდენიმე პირი უკვე ცნო დამნაშავედ. კერძოდ, სასამართლომ დემეტრე ჩიქოვანი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტით , რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 13-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ანი ნასყიდაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გარდა აღნიშნული საქმისა, პროკურატურა დემეტრე ჩიქოვანს 5 ეპიზოდს, მათ შორის, გიგა ავალიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებასა და დიდ დიღომში ძალადობრივ ჯგუფურ მოქმედების ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას ედავებოდა. მას აღნიშნულ საქმეში 6.9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ჩიქოვანთან ერთად გასამართლდნენ ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძეც, რომელთაც 10.6-10.6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.

ბრალდების მიხედვით, 2025 წლის 1 ოქტომბერს, ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

ამავე ბრალდების მიხედვით, ანი ნასყიდაშვილისთვის ცნობილი იყო, რომ მზადდებოდა და ჩადენილი იყო მძიმე დანაშაული, რის შესახებაც მან სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.

გიგა ავალიანის საქმეზე ორი არასრულწლოვანი – ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი 5 აგვისტოს დააკავეს. მათ საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩატარდება და მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

ისინი დროებითი მოთავსების იზოლატორებში არიან შესახლებულები, თუმცა, ვიდრე იქ გადაიყვანდნენ, დაკავების შემდეგ, ნია იმნაძე კლინიკაში მოათავსეს, ვინაიდან, სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა.

პროკურატურა დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.

„თუ ახლა ნია იმნაძე ცუდად არის, არ მიკვირს, გუშინ მეც გავათენე ღამე, მაგრამ ამაში არც მე მიმიძღვის ბრალი და მითუმეტეს არც გიგას“ – ეკა კუპატაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები