LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატი სოსო გოგაშვილს პასუხობს – “მისი თხოვნით ოჯახთან გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე შევედი მასთან ერთხელ, თუმცა ვერ შევთანხმდით”

75
Copy of Untitled Design

ადვოკატი და ყოფილი მოსამართლე დიმიტრი მჭედლიშვილი სოსო გოგაშვილის განცხადებას ეხმაურება და მის საპასუხოდ აცხადებს, რომ მას გოგაშვილის ოჯახი დაუკავშირდა, თუმცა ჰონორარზე და სხვა პირობებზე ვერ შეთანხმდნენ, რის შემდეგაც მუშაობა შეწყვიტა.

„მისი თხოვნით ოჯახთან გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე შევედი მასთან ერთხელ, თუმცა ვერ შევთანხმდით ჩვენი მუშაობის პირობებზე [ჩემი ჰონორარი და ა.შ.] და ამის მერე აღარ გაგრძელებულა ურთიერთობა.

არანაირი შემხებლობა არ მაქვს ვახტანგ გომელაურთან, არც ვიცნობ საერთოდ და ვერ გეტყვით. ნამდვილად არავის არსად გავუგზავნივარ.

მე უშუალოდ მათი თხოვნით შევედი, კონტრაქტი გავაფორმეთ მის მეუღლესთან, შევედი, ვისაუბრეთ ზოგადად მომსახურების პირობებზე და მეტი კომუნიკაცია აღარ ყოფილა“, – ამბობს ადვოკატი.

წყარო: პუბლიკა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g