„მთავარი არხის“ ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას ტვ „რუსთავი 2“-იდან გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია და ტელეკომპანიას მის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გადაწყვეტილება დღეს გახდა ცნობილი. ადვოკატის შეფასებით, აღნიშნულით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „რუსთავი 2“-ის ახალმა ხელმძღვანელობამ ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის წინააღმდეგ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც „მთავარი არხი“ წერს, 2019 წელს „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ მოქმედი მფლობელისა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტები გაათავისუფლა, მათ შორის იყო გიორგი გაბუნიაც, რომელიც იმ დროისთვის შვებულებაში იმყოფებოდა.