ადვოკატ ვანო პეტრიაშვილის ინფორმაციით, თბილისის საკრებულოს წინ საპროტესტო აქციისას დაკავებულთა რაოდენობა ცხრიდან თორმეტამდე გაიზარდა.როგორც ადვოკატმა სამ დაკავებულს უკვე შეხვდა.პეტრიაშვილის ინფორმაციით, დაკავებულ სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატ თორნიკე ბიკაშვილს ფიზიკური ძალადობის ნიშნები აქვს.მისივე განცხადებით, ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაკავებულების მიმართ ადვოკატის გარეშე გაიმართა და ბრალს არც ერთი არ აღიარებს.
„საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი სამგორში თორნიკე ბიკაშვილი ამბობს, რომ მასზე პოლიციელების მხრიდან განხორციელდა ფიზიკური ზეწოლა, გამსკდარი აქვს ტუჩი, ფეხზე მიყენებული აქვს დაზიანებები“, – აცხადებს ადვოკატი.