LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატის თქმით, რესტორან „ბაბილოსთან“ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებულ მსახიობს, გიორგი ჩაჩანიძეს დაზიანებები აღენიშნება – „დაკავებისას მოხდა ფიზიკური ძალადობა, ნაკაწრები აქვს ხელებზე და ყელის მიდამოში“

176
გიორგი ჩაჩანიძე

12 იანვარს, რესტორან „ბაბილოსთან“ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულ მსახიობს, გიორგი ჩაჩანიძეს დაზიანებები აღენიშნება – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გიორგი ჩაჩანიძის ადვოკატმა ვერიკო გაგუამ განუცხადა.

ბელიაშვილის ქუჩიდან სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები გაიყვანეს და ტერიტორია სრულად დაიკავეს – მოსამართლეები რესტორან „ბაბილოს“ პოლიციის კორდონით ტოვებენ

ადვოკატის განცხადებით, მან საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფი სამმართველოში უკვე მოინახულა. მისივე თქმით, გიორგი ჩაჩანიძის დაკავება პოლიციის მიერ ძალის გადამეტებით მოხდა:

„პოლიციის მიერ ძალის გადამეტებით მოხდა მისი დაკავება. არსებობს კადრები, ის გოგოს გამოესარჩლა, რომელსაც ათეულობით პოლიციელი ძალის გამოყენებით აკავებდა, ამ უკანონო ქმედებაში ჩარევისას მოხდა გიორგის დაკავება. დაკავებისას მოხდა მასზე ფიზიკური ძალადობა, ზედაპირული დაზიანებები აღენიშნება, ნაკაწრები აქვს ხელებზე, ყელის მიდამოშიც, ასევე თავის ტკივილიც, ყურები დაგუბებული აქვს. გუშინ სამედიცინო დახმარება გაეწია, დღეს დილითაც მივმართე საპატრულოს თანამშრომელს, რომ იქნებ ხელახლა მოახდინონ მისი დახმარება“, – განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ვერიკო გაგუამ.

შეგახსენებთ, თბილისში, რესტორან „ბაბილოსთან“, სადაც მოსამართლეების კორპორაციული წვეულება მიმდინარეობდა, პარალელურად, მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 9 პირი – წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g