LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აძლიერებს იმუნურ სისტემას და ამსუბუქებს თავის ტკივილსა და უძილობას“ – ეკა კვარაცხელია იანვრის თილისმაზე

184
2026-01-05_23-35-06_771787

ფენშუის სპეციალისტი ეკა კვარაცხელია სოციალურ ქსელში იანვრის თილისმაზე საუბრობს.

მისი თქმით, კლდის კრისტალს ჯანმრთელობის ხელშემწყობი ჯადოსნური თვისებები აქვს – ის აძლიერებს იმუნურ სისტემას და ამსუბუქებს თავის ტკივილსა და უძილობას:

„5 იანვრიდან 4 თებერვლამდე არის მიწის ხარის თვე. თვის თილისმა გახლავთ პირამიდა. დააყენეთ იგი ეკრანზე ფონად ან დადგით სამუშაო მაგიდაზე. შეგიძლიათ გამოიყენოთ ლითონის პირამიდაც. კლდის კრისტალს ნამდვილად ჯადოსნური ჯანმრთელობის ხელშემწყობი თვისებები აქვს: ის აძლიერებს იმუნურ სისტემას და ამსუბუქებს თავის ტკივილსა და უძილობას.

კლდის კრისტალი ეფექტურად ებრძვის ნეგატიურ ენერგიას და უზრუნველყოფს მისი მფლობელის ხანგრძლივობას, კეთილდღეობას და დეპრესიისა და ნევროზებისგან განთავისუფლებას. მისი პირამიდის ფორმა კი ძლიერი გენერატორია, რომელსაც შეუძლია ადამიანის ენერგიის ნორმალიზება და გარემოზე სასარგებლო გავლენის მოხდენა.

კლდის კრისტალის პირამიდა გამორიცხავს კომპიუტერებიდან და ტელევიზორებიდან უარყოფით გამოსხივებას, ამცირებს გამოსხივების დონეს და ანადგურებს გეოპათოგენურ ზონებს“, – წერს ეკა კვარაცხელია.

ვიდეო: „12 ცალი მანდარინი და ლარიანი მონეტა“ – რა უნდა ვიცოდეთ მეკვლეს ტრადიციაზე

რა ფერებში არ უნდა შევხვდეთ არავითარ შემთხვევაში ახალ წელს – ეკა კვარაცხელია: „12 საათამდე მოიხვიეთ შარფი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g