LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აეროპორტში მსოფლიოში ყველაზე დიდი ჩანჩქერი განთავსდა (ფოტოები და ვიდეო)

2958
-1x-1

ტყეები, პარკები, რეკრეაციული ზონები და მსოფლიოში ყველაზე დიდი ხელოვნური ჩანჩქერი – „მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტის“ ტიტულის მფლობელი სინგაპურისჩანგისაეროპორტი კიდევ უფრო უკეთესი გახდა. 4 წლიანი რეკონსტრუქციის შემდეგ დღეს აეროპორტი ოფიციალურად გაიხსნა.

CNN-ის ინფორმაციით, ჩანგის საერთაშორისო აეროპორტი დღეისათვის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მულტიფუნქციური აეროპორტია. მასში ამ დროისთვის 280 მაღაზია და ათობით რესტორანია განთავსებული. გარდა ამისა, ახალ აეროპორტში გაკეთდა ხელოვნური ჩანჩქერი, რომლის სიმაღლეც 40 მეტრს შეადგენს და მსოფლიოში უდიდესია. ჩანჩქერის მინის კონსტრუქცია შენობის ცენტრშია განთავსებული.

სინგაპურის მთავარი აეროპორტის მთელს ტერიტორიაზე მოწყობილია რეკრეაციული ზონები, ტყეები და პარკები. აეროპორტი ჯამში 134,000 კვ. ფართობს იკავებსაღსანიშნავია, რომ პროექტის ჯამურ ღირებულება 1.3 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ „მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტის“ ტიტული სინგაპურის „ჩანგის“ აეროპორტს ზედიზედ ექვსჯერ აქვს მოპოვებული. საერთო ჯამში, სინგაპურის აეროპორტი საუკეთესოდ 2000 წლის შემდეგ, ცხრაჯერ დასახელდა.

აეროპორტების რეიტინგს ბრიტანული დამოუკიდებელი კვლევითი კომპანია Skytrax-ი ყოველწლიურად ადგენს. 2018 წლის საუკეთესო აეროპორტების პირველ ხუთეულში სინგაპურის, ჰონგ-კონგის, სეულის, ტოკიოს და დოჰას აეროპორტები შედიან.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g