LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფხაზეთი რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიით მომარაგდება

104
1-1

ნათია თურნავას განცხადებით, „ენგურჰესის“ 3-4 თვიანი გაჩერებით ენერგოსისტემას ზიანი არ მიადგება. ეკონომიკის მინისტრის თქმით, „ენგურჰესის“ რეაბილიტაციის პროცესის დროს ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიით მომარაგდება და ანაზღაურება აფხაზური მხარის მიერ მოხდება.

„ენგურჰესი ჩვენი სიმდიდრე და იაფიანი ენერგიაა. იქიდან გამომდინარე, რომ წყლის დანაკარგი გაიზარდა, გვირაბი არაა საუკეთესო მდგომარეობაში, შევარჩიეთ ზამთრის პერიოდი რეაბილიტაციისთვის, რადგან ამ პერიოდში ყველაზე დაბალია წყალი და გამომუშავება მინიმალურია. „ენგურჰესის“ 3-4 თვიანი გაჩერებით ზიანი არ მიადგება ჩვენს ენერგოსისტემას, რადგან სეზონურად ამ დროს გამომუშავება მინიმალურია.

რაც შეეხება, ამ პერიოდში როგორ მოხდება აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგება, იქ უკვე გაკეთდა განცხადება, რომ ისინი იღებენ იმპორტულ ელექტროენერგიას რუსეთიდან და ანაზღაურებაც მათი მხრიდან ხორციელდება, ანუ ჩვენ ამ მიმართულებით არ ვმონაწილეობთ“,-აღნიშნა ნათია თურნავამ.

აფხაზეთში კრიპტოვალუტის წარმოება აიკრძალა - სავარაუდო მიზეზი ენგურჰესის გაჩერებაა

ეს გადაწყვეტილება ოკუპირებულ რეგიონში ელექტროენერგიის დეფიციტის გამო მიიღეს

შეგახსენებთ, ,,ენგურჰესის“ რებილიტაცია 15-20 იანვრიდან დაიწყება. შესაბამისად, სწორედ იმ პერიოდიდან მოხდება ჰესის სრულად გაჩერება. რეაბილიტაცია 95-100 დღეს გაგრძელდება, ფუნქციონირების განახლების ბოლო ვადა კი 10 მაისია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g