LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახური ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებაზე განცხადებას ავრცელებს

103
1026410183

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახური ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

დე ფაქტო უწყებაში აღნიშნავენ, რომ ე.წ. სასაზღვრო სამმართველოს დანაყოფში ირაკლი კვარაცხელიამ თავი მოიკლა.

„2019 წლის 10 მარტს რუსეთის ФСБ-ს სასაზღვრო სამმართველოს თანამშრომლებმა საქართველოს მოქალაქე ირაკლი კვარაცხელია დააკავეს, რომელმაც უკანონოდ გადმოკვეთა აფხაზეთის სახელმწიფო საზღვარი. ის გადაყვანილი იყო სასაზღვრო სამმართველოს დანაყოფში. ოთახში მარტო ყოფნისას მან თავი ჩამოიხრჩო. გამოძახებული იყო სამედიცინო პერსონალი, თუმცა ირაკლი კვარაცხელიას გადარჩენა ვერ მოხერხდა,“ – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე აღნიშნულია, რომ ქართული მხარესთვის ირაკლი კვარაცხელიას ცხედრის გადაცემის საკითხი წყდება. მომხდარის გარემოებების გამოძიებას კი რუსეთის შესაბამისი უწყებები ახორციელებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები