LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის „სავაჭრო-სამრეწველო პალატა“ ვიეტნამში, საერთაშორისო სავაჭრო გამოფენაში მონაწილეობს

149
აფხაზეთი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის „სავაჭრო-სამრეწველო პალატა“ ვიეტნამში, საერთაშორისო სავაჭრო გამოფენაში მონაწილეობს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია apsnypress ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ღონისძიების ფარგლებში „აფხაზეთის დელეგაცია“ ადგილობრივი პროდუქციის პრეზენტაციას ატარებს. გამოფენაზე ე.წ. დელეგაციამ ღვინო, მინერალური წყლები და „აფხაზური აჯიკა“ წარადგინა.

„ჩვენი სავაჭრო პარტნიორის, რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული სანქციების გათვალისწინებით, ვიეტნამი უახლოეს მომავალში გახდება ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროში.“ – განაცხადა ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის „ხელმძღვანელმა“ თამილა მირცხულავამ.

გამოფენა ვიეტნამის ეკონომიკურად ერთ-ერთ ძლიერ სამხრეთ რეგიონში, ქალაქ ჰო ჩიმინში 3 დეკემბრამდე გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები