LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფხაზეთს „ენგურჰესიდან“ ელექტროენერგიის მიწოდება სამი თვით შეუწყდება

92

„ენგურჰესი“ სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში გეგმავს კაშხლის მუშაობის შეჩერებას. შედეგად აფხაზეთს შეუწყდება ჰესიდან ელექტროენერგიის მიწოდება. ამის შესახებ „ლაივპრესი” “ეხო კავკაზასთან” „ენგურჰესის“ გენერალური დირექტორის, ლევან მებონიას ინტერვიუს შემდეგ წერს.

მებონიას თქმით, სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება სარემონტო სამუშაოები დერივაციულ გვირაბში, საიდანაც წყალი მიეწოდება ოკუპირებულ გალის რაიონში არსებულ ტურბინებს.

მისივე სიტყვებით, ამჯერად თბილისი არ გეგმავს დე ფაქტო რესპუბლიკის ენერგოდეფიციტის საკუთარი ხარჯებით დაფარვას, როგორც ეს ადრე ხდებოდა.

„ენგურჰესის“ სადგური რევიზიის მიზეზით 2017 წლის თებერვალში 10 დღით გაითიშა, რის გამოც მაშინ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე განრიგი დაწესდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g