LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფრიკამ თქვა – მარეზი: რატომ მივიდა ობამეიანგი დაჯილდოებაზე შორტებით

36

რიად მარეზი – აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელია კონფედერაციის ვერსიით.

„ლესტერის“ ფეხბურთელმა პიერ-ემერიკ ობამეიანგს და სადიო მანეს აჯობა.

ხმის მიცემისას ალჟირის ნაკრების ნახევარმცველმა 361 ქულა აიღო და დორტმუნდში მოთამაშე გაბონელ ობამეიანგს ცოტათი (313 ხმა) და ლივერპულში ათამაშებულ სენეგალელ მანეს საგრძნობლად (186 ხმა) გაასწრო.

2016 წლის აფრიკის საუკეთესო მწვრთნელი გახდა პიტსო მოსიმანე, რომელმაც „მამელოდი სანდაუნზისთან“ ერთად აფრიკის ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

მარეზს აქამდე BBC-სგანაც აქვს მიღებული აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელის პრემია.
2016 წელს ნახევარმცველი „ლესტერთან“ ერთად ინგლისის ზესენსაციური ჩემპიონი გახდა.

საინტერესოა, რომ დაჯილდოების ცერემონიას კურიოზის გარეშე არ ჩაუვლია. ობამეიანგი აფრიკაში ფრანკფურტიდან გაფრინდა და ავიაკომპანია Lufthansa-ის ბრალეულობით ბარგი დაკარგა. ამის გამო „ბორუსიას“ ფორვარდმა დრეს-კოდი დაარღვია და ცერემონიაზე შორტებითა და მაისურით გამოცხადდა.

5443c894f927b8d82d4d1a1f01c3cf279e01a50e

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები