LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფრიკაში გზა პლასტმასის ბოთლებისგან დააგეს

144
191022172803-shisalanga-1-exlarge-169

სამხრეთ აფრიკაში გადაწყვიტეს, რომ ნარჩენების გადამუშავების პრობლემა ორიგინალური მეთოდით მოეგვარებინათ. ძველი პლასტმასის ბოთლებისგან შექმნეს მასალა, რომელსაც გზების დასაგებად იყენებენ და თან დარწმუნებულები არიან, რომ ეს ხერხი გზის ხარისხსაც გააუმჯობესებს.

საქმე ისაა, რომ სამხრეთ აფრიკაში გზების მდგომარეობა იმდენად ცუდია, რომ ქვეყნისთვის მილიონობით ზარალი მოაქვს. ახალმა მეთოდმა კი ეს სტატისტიკა უნდა შეცვალოს.

ექსპერტთა შეფასებით, 40 ათასი გადამუშავებული ბოთლით 400 მეტრამდე გზა იგება. პლასტმასს ასფალტში ურევენ და საბოლოო ჯამში ერთ ტონა ასფლატში 120 ათასამდე გადამუშავებული პლასტმასის ბოთლი ხვდება.

ასეთი გზა ბევრად უფრო გამძლე იქნება და როგორც ხელისუფლებაში იმედოვნებენ საშუალოდ 20 წელი მაინც გაძლებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g